სიახლეები


იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითრების ახალი გეგმა

იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითრების ახალი გეგმა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, იწყებს ახალი, 2019-2023 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას.

დღეს, პირველ აპრილს, ევროპის საბჭოს უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა გამართეს შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორთან ვანო ბოლქვაძესთან. შეხვედრის მიზანი იყო არსებული საჭიროებების გამოკვეთა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელიც აისახება სკოლის ახალ სამოქმედო გეგმაში.

დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის სხვა წარმომადგენლებთანაც: მასწავლებელთა საბჭოსთან, სტაჟირების კოორდინატორებთან, სკოლის ყოფილ მსმენელებთან და სკოლის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევესასწავლო პროგრამების მართვის სექტორთან.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI