სიახლეები


ზრდასრულთა სწავლების ხელშეწყობა

ზრდასრულთა სწავლების ხელშეწყობა

6- დან  8-ის აპრილის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში , ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის“ სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა თვინინგის პროექტის მეშვეობით“ ფარგლებში, მოსამართლეთათვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ხელშეწყობა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარ ალანია, ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე, შოთა გეწაძე და გერმანიის მოხელეთა აკადემიის ექსპერტი პაულა ბოროვსკა.

ღონისძიებაში მონაწილეობა იღებენ  მოსამართლეები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის  გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI