სიახლეები


სასამართლო სხდომების მართვა და კომუნიკაცია

სასამართლო სხდომების მართვა და კომუნიკაცია

11 და 12 აპრილს,  იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით და პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) მხარდაჭერით თბილისში, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის თანაშემწეებისთვის/მწერალ თანაშემწეებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე:  „სასამართლო სხდომების მართვა და კომუნიკაცია“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო მოსამართლე/ექსპერტი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან თიმოთი ბალანდი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლის თანაშემწეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა  და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2109 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI