სიახლეები


მოსამართლის როლი შეჯიბრებით პროცესში

მოსამართლის როლი შეჯიბრებით პროცესში

20 და 21 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) თანამშრომლობის ფარგლებში,  ბორჯომში (სასტუმრო ქრაუნ პლაზა) მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „მოსამართლის როლი შეჯიბრებით პროცესში“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი, ვაშინგტონის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე ჯენიფერ ანდერსონი, ვაშინგტონის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე კელი ჰიგაში და  აშშ-ს იუსტიციის   დეპარტამენტის მრჩეველი სასამართლო რეფორმის საკითხებში კენტ კასიბრი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ახალციხის, ბოლნისის, სიღნაღისა და რუსთავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI