სიახლეები


შრომის სამართლის კონფერენცია

შრომის სამართლის კონფერენცია

მიმდინარე წლის 7 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თანამშრომლობით, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ჩატარდა კონფერენცია შრომის სამართალში.

კონფერენციის ფარგლებში, მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც უცხოელი, ისე ქართველი ექსპერტები, მოსამართლე-ექსპერტი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს დასაქმების ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები.

მოხსენებები ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და დისკრიმინაცია დასაქმების ადგილზე. კერძოდ, მიმოხილულ იქნა აღნიშნულ ორ თემატიკაზე როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ისე ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსამართლეები საქართველოს სხვადასხვა სასამართლოდან, ადვოკატები, ასევესაქართველოს დასაქმების ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს შესაბამის პანელურ დისკუსიებში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI