სიახლეები


საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან გამომდინარე შრომითი დავები და სასამართლო პრაქტიკა

საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან გამომდინარე შრომითი დავები და სასამართლო პრაქტიკა

18 და 19 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან გამომდინარე შრომითი დავები და სასამართლო პრაქტიკა“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სააპელაციო საამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI