სიახლეები


მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები

მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები

8 და 9 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობის ფარგლებში მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეებისთვის  გაიმართა ტრენინგი თემაზე: „მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი მარკ ჰულსტი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: ბათუმის და ქუთაისის საქალაქო, ხელვაჩაურის, ცაგერის, ამბროლაურისა და ახალციხის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI