სიახლეები


პრეზენტაცია/ორატორული უნარები

პრეზენტაცია/ორატორული უნარები

8 და 9 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „პრეზენტაცია/ორატორული უნარები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი უჩა თოდუა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზესტაფონის, ახალციხის, ბოლნისისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI