სიახლეები


კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა

კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა

29 და 30 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე და გიორგი მიროტაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ხაშურის, გორისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI