სიახლეები


იუსტიციის უმაღლესი სკოლა ევროპის საბჭოს HELP-ის ქსელის წლიურ კონფერენციაზე

იუსტიციის უმაღლესი სკოლა ევროპის საბჭოს HELP-ის ქსელის წლიურ კონფერენციაზე

2019 წლის 4-5 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს პროგრამის - HELP-ის ქსელის წლიურ კონფერენციაში.

ევროპული პროგრამა ადამიანის უფლებებში იურისტების განათლებისათვის (HELP) მიზნად ისახავს იურიდიული პროფესების, მათ შორის, მოსამართლეების ხელშეწყობას, გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, HELP-ის პროგრამის ფარგლებში, იქმნება დისტანციური კურსები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

HELP-ის წლევანდელი კონფერენცია დაეთმო გასული წლის ღონისძიებების მიმოხილვას, ასევე ახალი კურსების შესახებ პრეზენტაციებსა და სამომავლო გეგმებს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბოლოს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, წარმატებით განახორციელდა HELP-ის ერთ-ერთი დისტანციური კურსი თემაზე - „განაჩენის დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“ სასამართლოს მოხელეებისთვის, რის შემდეგაც მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI