სიახლეები


სამუშაო შეხვედრა შრომის სამართლის აქტუალურ  საკითხებზე

სამუშაო შეხვედრა შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე

11-12 ივლისს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანაშრომლობით, ციხისძირში, სასტუმროში „კასტელო მარე“ მიმდინარეობს მოსამართლეებისა და ადვოკატების სამუშაო შეხვედრა შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: 2019 წლის ცვლილებები შრომის კოდექსში და მათი პრაქტიკული გამოყენება, შრომითი დისკრიმინაცია, მინიმალური შრომითი სტანდარტები, შრომითი ხელშეკრულები შეწყვეტასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა, გაფიცვის უფლება და შრომითი მედიაციის პრაქტიკა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI