სიახლეები


ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები

20 და 21 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა  და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP) თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში მოსამართლეებისთვის გაიმართე ტრენინგი თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოს მოსამართლე, კალიფორნიის ცენტრალური ოლქი  დევიდ კარტერი და ამერიკის შეერთებული შტატების მინესოტას  საოლქო სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე ბეკი თორსონი.

აღნიშნული ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.

ღონისძიების გახსნაზე მონაწილეებს მიესალმნენ: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე/თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ტყავაძე; აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) უფროსი იურისტი ნამდი ეზერა; ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ლებანიძე და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარე გიგა კობალაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ხელვაჩაურის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ღონისძიებაზე ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებიათ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ასევე ევროკავშირის გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI