სიახლეები


სამუშაო შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

სამუშაო შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

19 და 20 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ევროპის (CoE) საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ყაზბეგში სასტუმრო „Rooms”, შედგა სამუშაო შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა და სკოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ, იუსტიციის მასწავლებელთა საბჭოს წარმომადგენლებმა და უცხოელმა ექსპერტებმა.

შეხვედრის ფარგლებში მსჯელობა გაიმართა იუსტიციის უმაღლესი სკოლის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI