სიახლეები


სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 26 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის და საერთაშორისო ორგანიზაცია Fauna & Flora International-ის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოს და ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით საკანონმდებლო და აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათზე მსჯელობას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლე-ექსპერტებმა გარემოსდაცვით საკითხებზე, ასევე სკოლის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების სექტორის წარმომადგენლებმა, თბილისის მერის მოადგილემ დაგარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საფუძველი დაედო იუსტიციისუმაღლესი სკოლის ბაზაზე საერთო პლატფორმის შექმნის იდეას, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება გარემოს და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI