სიახლეები


სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

მიმდინარე წლის 5-9 აგვისტოს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დელეგაცია და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ორ სხვადასხვა ტრენინგ ინსტიტუციაში: სამხრეთ კაროლინაში მდებარე პროკურატურის სასწავლო ცენტრსა და ფედერალურ სამოსამართლო ცენტრში, ვაშინგტონში.

ვიზიტის ფარგლებში ინტენსიური შეხვედრები გაიმართა სასწავლო, მათ შორის დისტანციური და უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ასევე დასწრებოდნენ სასამართლო პროცესებს ვაშინგტონის სასამართლოში.

ვიზიტის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლა გეგმავს დისტანციური სწავლების პროგრამების/პროდუქტების დახვეწას, ასევე ახალი სასწავლო მოდულების შემუშავებას ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამართლებრივი მართლწერა და საჯარო გამოსვლების ხელოვნება.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI