სიახლეები


ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის საგანს წარმოადგენს:

  • სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების (ლექციები, სემინარები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვა და განხორციელება.
  • კონფერენციების, საინფორმაციო შეხვედრების და მსგავსი ტიპის ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება მართლმსაჯულების განვითარებაში ქალთა როლის უკეთ წარმოჩენის და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით.
  • სასამართლო სისტემაში გენდერული მგრძნობელობის ზრდის ხელშეწყობისა და საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ და საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის  გამგეობის თავმჯდომარემ მირანდა ერემაძემ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI