სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი (ToT) თემაზე - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სიღრმისეული კურსი - ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფა სასამართლოში“

ტრენერთა ტრენინგი (ToT) თემაზე - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სიღრმისეული კურსი - ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფა სასამართლოში“

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან“ თანამშრომლობით, უზრუნველყოფს სასწავლო მოდულის შექმნას თემაზე - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სიღრმისეული კურსი - ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფა სასამართლოში“. ამ პროცესის ფარგლებში, მიმდინარე წლის 21-22 სექტემბერს, გაიმართა  ტრენერთა ტრენინგი ქართველი მოსამართლეებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები ნიდერლანდების სამეფოდან: რეინ ოდინკი - ყოფილი მოსამართლე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, ამჟამად, ამსტერდამის სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე და თავმჯდომარე;  ანელი ჰენდრიკსი - ნიდერლანდების სამოსამართლო სკოლის ტრენერი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე; ენ ტაჰაფარი - ნიდერლანდების სამოსამართლო სკოლის სასწავლო პროგრამების უფროსი მენეჯერი.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა,  რომლებიც უახლოეს მომავალში გაუძღვებიან საპილოტე ტრენინგს ამავე თემაზე.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI