სიახლეები


შრომითი კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარება- მიმდინარე ტენდეციები

შრომითი კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარება- მიმდინარე ტენდეციები

21 და 22 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში (ლოპოტას ტბა) გაიმართა მოსამართლეებისა და ადვოკატების სამუშაო შეხვედრა თემაზე: „შრომითი კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარება- მიმდინარე ტენდეციები “.

შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ტენდენციები; შრომით დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავების სპეციფიკა;  შრომის უსაფრთხოების კანონი და მისი როლი; შრომის ინსპექციის პრაქტიკა და გამოწვევები სასამართლო სისტემასთან ურთიერთობაში; შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები შრომითი მედიაციის შემთხვევებში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI