სიახლეები


სამართლებრივი მართლწერა

სამართლებრივი მართლწერა

25 და 26 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამნეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომში სასტუმრო Crowne Plaza, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამართლებრივი მართლწერა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი, აშშ ფედერალური პროკურატურის აპელაციის დანაყოფის ხელმძღვანელი (ორეგონის რაიონი) კელი ზუსმანი და პენსილვანიის აღმოსავლეთ რაიონის სასამართლოს ფედერალური მაგისტრატი მოსამართლე   რიჩარდ ლორეტი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო. ახალციხის, ხაშურის, მცხეთის, ბოლნისის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამრთლოებიდან.

ტრენინგი,  2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI