სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები-ზოგადი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)

ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები-ზოგადი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)

28 და 29 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და პროექტ „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG)  თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომში, სასტუმრო „CROWNE PLAZA“, მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები-ზოგადი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ოზურგეთის, ზესტაფონის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სახვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI