სიახლეები


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სიღრმისეული კურსი (ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება)

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სიღრმისეული კურსი (ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება)

19 და 20 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სიღრმისეული კურსი (ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება)“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაული, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები: ეკა არეშიძე და ალექსანდრე იაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ოზურგეთის, ზესტაფონის, ახალციხისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI