14 -16 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მახრდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო „CROWNE PLAZA“, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო ბიზნეს-კომერციული ტრანზაქციები და მათთან დაკავშირებული დავები“.
სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო საერთაშორისო კერძო სამართლის ექსპერტი (GIZ) გიორგი სვანაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.