სიახლეები


მომხმარებელთა უფლებები საბანკო და საფინანსო სფეროში

მომხმარებელთა უფლებები საბანკო და საფინანსო სფეროში

მიმდინარე წლის 15, 16 და 17 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით თბილისში, მოსამართლეთათვის გამართა  სემინარი თემაზე:  „მომხმარებელთა უფლებები საბანკო და საფინანსო სფეროში“.

15 ნოემბერს ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი (ToT) სადაც მონაწილეობა მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა  -  ვლადიმერ კაკაბაძემ და გიორგი გოგიჩაშვილმა. ხოლო 16 და 17 ნოემბერს გაიმართა ორი სემინარი მოსამართლეთა ორი სხვადასხვა ჯგუფისთვის.

ტრენერთა ტრენინგზე და სემინარებზე ექსპერტად მოწვეული იყო  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ექსპერტი პეტერ როტი,

ტრენინგი, 2019  წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI