სიახლეები


იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში

მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დელეგაცია, მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის ეროვნული ინსტიტუტის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. კიშინეუში, მოლდოვას რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და მოლდოვას იუსტიციის ეროვნულ ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ამასთან, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის და გამოცდილების, ასევე, ეროვნული სასამართლო სისტემების შესახებ. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებიც.

გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრები შედგა მოლდოვას რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს, პროკურორთა უმაღლესისაბჭოს და ანტიკორუფციულიპროკურატურის წარმომადგენლებთან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI