სიახლეები


კონფერენცია - „სამშენებლო კანონმდებლობა და პრაქტიკა - ძირითადი გამოწვევები“

კონფერენცია - „სამშენებლო კანონმდებლობა და პრაქტიკა - ძირითადი გამოწვევები“

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ტარდება კონფერენცია თემაზე - „სამშენებლო კანონმდებლობა და პრაქტიკა - ძირითადი გამოწვევები“.

კონფერენციის გახსნით ნაწილში, მონაწილეებს მიესალმნენ: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ვანო ბოლქვაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ჭეხანი, ქ. თბილისის მერის მოადგილე - მაია ბითაძე, ქ.თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი - სოფო წაქაძე.

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სასამართლო კორპუსის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურის, სამშენებლო კომპანიების და აკადემიის წარმომადგენლები.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართული სამშენებლო სამართლის და პრაქტიკის აქტუალური პრობლემების მიმოხილვას, ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო სიახლეების გაცნობას, გასაჩივრებისა და დავის წარმოების მექანიზმების შესახებ მსჯელობას, სამშენებლო ნებართვებთან და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებული პრობლემური ასპექტების განხილვას.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI