მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი განახლებულ სასწავლო მოდულთან დაკავშირებით თემაზე - „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“.
იუსტიციის უმაღლესი სკოლაში სასწავლო მოდული ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 2017 წელს შეიქმნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. განახლებულ სასწავლო მოდულში აქცენტი გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ფემიციდი, სექსუალური ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადევნება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები, ძალადობაგანცდილი პირების მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია და ა.შ.
ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც უახლოეს მომავალში გაუძღვებიან საპილოტე ტრენინგს ამავე თემაზე.