სიახლეები


იუსტიციის უმაღლე სკოლას ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი გადაეცა

იუსტიციის უმაღლე სკოლას ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი გადაეცა

სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს და სკოლის მენეჯმენტის მიერ 2018 წელს მიღებულ იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაენერგა ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რათა შეექმნა წინაპირობა, კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მუშაოების შედეგები.

 

ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის - ბატონი ვანო ბოლქვაძის 2019 წლის 26 მარტის  ბრძანებით შეიქმნა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 - ის შემუშავების და დანერგვის საკოორდინაციო საბჭო.

 

აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტით დანერგილი ხარისხის მართვის სისტემა სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლას აძლევს შესაძლებლობას:

 

ა) თანმიმდევრულად აწარმოოს სასწავლო პროცესები, რომლებიც შეესაბამება დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს;

ბ) განსაზღვროს ორგანიზაციის საქმიანობასთან და მის მიზნებთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები;

გ) ხელი შეუწყოს დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების დონის ზრდას;

დ) დაადასტუროს ხარისხის მართვის სისტემით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

 

 

ხარისხის საკოოდრინაციო საბჭოს და შესაბამისი სფეროს ექსპერტის მჭიდრო თანამშრომლობით რვა თვის მანძილზე სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობდა  ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-ის შემუშავების და დანერგვის პროცესი, რის შედეგადაც შემუშავდა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცდა შემდეგი დოკუმენტები:

  • ხარისხის პოლიტიკა;
  • ხარისხის სახელმძღვანელო;
  • ორგანიზაციის კონტექსტი, ფაქტორები და დაინტერესებული მხარეები;
  • დოკუმენტირებული ინფორმაციის და მტკიცებულებების მართვა;
  • შიდა აუდიტი;
  • კორექცია და მაკორექტირებელი ქმედებები;
  • შეუსაბამობის მართვა;
  • რისკები და შესაძლებლობები, შეფასება და პრევენციული ქმედებები;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • შესყიდვების და მარაგების მართვა;
  • სასწავლო პროგრამების მართვა;
  • ანალიტიკური საქმიანობის და საერთაშორისო ურთიერთობების მართვა;
  • სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქცია;
  • ოფისის პერსონალის უსაფრთხოების ინსტრუქცია;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინსტრუქცია;
  • ინფრასტრუქტურის მომსახურების ინსტრუქცია.

2019 წლის 17 ოქტომბერს ISO 9001:2015  სერტიფიცირებასთან დაკავშრებით სკოლაში ჩატარდა შიდა აუდიტი, რომელიც ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტ აუდიტორმა - ნათელა ხურციძემ.

23-24 ოქომბერს სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ეწვია წამყვანი საერთაშორისო აუდიტორი - ალიონა ბორტნიკი, რომელმაც ჩაატარა სასერტიფიკაციო აუდიტი Certification Audit (ISO 9001:2015). აუდიტი სკოლამ გაიარა წარმატებით,  რის შემდეგაც 2019 წლის 29 ნოემბერს სკოლას გადაეცა სერტიფიკატი  # 707110701, რომელიც ძალაში შევიდა 2019 წლის 31 ოქტომბერს.

სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის: სკოლის თითოეულ  თანამშრომელს; სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს; იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადეობა (GIZ)  აღნიშნულ საკითხში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI