მიმდინარე წლის 30 ნოემბერიდან 2 დეკმებრის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ევროპის საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე - „საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო დავების განხილვა“.
ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ექსპერტის დმიტრო ტრეტიაკოვის ხელმძღვანელობით. ტრენინგში მონაწილეობდნენ „სამართლიანი არჩევნების“ იურისტები და მოსამართლეები.
ტრენინგის ფარგლებში მომზადდა 6 მოსამართლე, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში „საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო დავების განხილვის“ თემაზე ჩაატარებენ ტრენინგებს ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოსამართლეებისთვის.