სიახლეები


მართვის უნარები

მართვის უნარები

7 და 8 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და და ევროკავშირისმიერ მხარდაჭერილ პროექტთან - მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა (EU4Justice). თანამშრომლობით, თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა  ტრენინგი თემაზე: „მართვის უნარები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის კონსულტანტი ქეთევან ბოჭორიშვილი,

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისადა სტატისტიკის სამსახურის უფროსი ავთანდილ კვინიკაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი გურამ კორკოტაშვილი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მენეჯერი ლანა ბერიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს,  ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის,  გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზესტაფონისა დაგორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI