სიახლეები


ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

7 და 8 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციათან(UN Women) თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე და გიორგი ტყავაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ოზურგეთის, ახალციხისა და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI