სიახლეები


არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულება (ადმინისტრაციული სამართალი)

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (ადმინისტრაციული სამართალი)

21 და 22 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულება (ადმინისტრაციული სამართალი)“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2019 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI