სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი (ToT) აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისა და დასაბუთების შესახებ

ტრენერთა ტრენინგი (ToT) აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისა და დასაბუთების შესახებ

მიმდინარე წლის 24-26 იანვარს, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) მხარდაჭერით, მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი (ToT) აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისა და დასაბუთების თაობაზე.

ტრენინგს უძღვება პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტი - ჯერემი მაკბრაიდი.   

ხოლო ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობას იღებენ თბილისის სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეები, რომლებიც მომავალში მოიაზრებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებად აღნიშნულ თემაზე.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილე მოსამართლეები უახლოეს მომავალში გაუძღვებიან საპილოტე ტრენინგს მოსამართლეებისთვის, თემაზე - აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება და დასაბუთება.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI