სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი (ToT) მედიაციის შესახებ

ტრენერთა ტრენინგი (ToT) მედიაციის შესახებ

მიმდინარე წლის 29-30 იანვარს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი მედიაციის შესახებ.

ტრენინგს უძღვებიან პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტი ალეშ ზალარი და ქართველი ექსპერტი სოფიო ტყემალაძე.  ხოლო ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობას იღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ასევე თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები, რომლებიც მომავალში მოიაზრებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებად აღნიშნულ თემაზე.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილე მოსამართლეები უახლოეს მომავალში გაუძღვებიან საპილოტე ტრენინგს მოსამართლეებისთვის მედიაციის შესახებ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI