სიახლეები


ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულების შესახებ

ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულების შესახებ

3 და 4 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტთან  (EU4Justice) თანამშრომლობის ფარგლებში, სასამართლოს მოხელეებისთვის იმართება  ტრენინგი თემაზე: „ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულების შესახებ“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული არიან: საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ელგუჯა მაკალათია და ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ექსპერტი ტილმან ჰოპე.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სასამართლოს მოხელეები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, გორისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2020 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI