სიახლეები


საარჩევნო სამართალი და საარჩევნო დავები

საარჩევნო სამართალი და საარჩევნო დავები

მიმდინარე წლის 15 და 16 თებერვალს,  ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და საანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“(CoE)  და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოების  (ISFED) მახარდაჭერით, ბორჯომში გაიმართა  ტრენერთა ტრენინგი/მოსამზადებელი შეხვედრა მოსამართლეთა საპილოტე ტრენინგისთვის თემაზე: „საარჩევნო სამართალი და საარჩევნო დავები“.

ტრენინგს უძღვებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები, ხოლო ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილე მოსამართლეები უახლოეს მომავალში გაუძღვებიან საპილოტე ტრენინგს მოსამართლეებისთვის თემაზე: „საარჩევნო სამართალი და საარჩევნო დავები“.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI