სიახლეები


მედიაცია

მედიაცია

29 თებერვალსა და 1 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით  მოსამართლეთათვის გაიმართა საპილოტე ტრენინგი თემაზე:   „მედიაცია“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე წულაძე;  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ირაკლი კოპალიანი  და ზაალ მარუაშვილი, პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტი - ალეშ ზალარი და ქართველი ექსპერტი  სოფიო ტყემალაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, თბილისის,ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო,  ცაგერის, ზესტაფონის, საჩხერის, მხცეთის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2020 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI