სიახლეები


იუსტიციის მსმენელთა XIV ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ქ. სტრასბურგში

იუსტიციის მსმენელთა XIV ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ქ. სტრასბურგში

2020 წლის 26-27 თებერვალს საფრანგეთის რესპუბლიკის ქ. სტრასბურგში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მე-14 ჯგუფის სასწავლო ვიზიტი განხორციელდა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ არსებულ, ბოლოდროინდელ პრეცედენტულ სამართალს, ასევე ევროპის საბჭოს ინსტიტუტებისა და ორგანოების საქმიანობას.

ვიზიტის მეორე დღეს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მე-14ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა, ასევე დასწრებოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიმდინარე საქმის (Hanan v. Germany) განხილვას.

შეხვედრები, გარდა ამისა, განხორციელდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ), ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) და ადამიანის უფლებათა დირექტორატის წარმომადგენლებთან.  

დელეგაციას ხელმძღვანელობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე.

ღონისძიება ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის- „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლის სამართლებრივი ასპექტები საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI