სიახლეები


თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და  საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები

თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები

7 და 8 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და   გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში(ლოპოტას ტბა) მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და  საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა უფლებები“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი და შოთა გეწაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2020 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI