სიახლეები


,,Help-ის

,,Help-ის" დისტანციური სწავლების კურსი „ სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება“

 

30 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, სასამართლო რეფორმის სისხლის სამართლებრივი ასპექტების მხარდაჭერა, მოსამართლეთათვის გაიმართა დისტანციური სწავლების კურსი თემაზე: „ სისხლის  სამართლის  საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება“.

    მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა მენეჯერმა მაჰირ მუშტეიდზადმა.

    დისტანციური სწავლების კურსზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, ცაგერის, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

    ტრენინგი, 2020 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI