სიახლეები


ხვალ, 14 მაისს ქართველ მოსამართლეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მიესალმებიან

ხვალ, 14 მაისს ქართველ მოსამართლეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მიესალმებიან

ხვალ, 14 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება ონლაინ სესია ქართველი მოსამართლეებისა და ამერიკელი კოლეგების მონაწილეობით თემაზე: "რთული და მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეების განხილვის თავისებურებები".

აღნიშნულ შეხვედრაზე მოსამართლეებს მიესალმებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

ეს უკვე რიგით მეოთხე შეხვედრაა ამ ფორმატში, რომელიც ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სასამართლოს მრჩევლის პროგრამისა და იუსტიციის უმაღლეს  სკოლასთან  თანამშრომლობით ტარდება . 

სესიები იმართება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე და დაგეგმილია სულ 6 შეხვედრის ჩატარება.

შეხვედრები იმართება შემდეგ საინტერესო თემებთან დაკავშირებით: "მტკიცებულებების რელევანტურობის შეფასება და დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობა”;” ქართული სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებისა და ამერიკული მტკიცებულებების წესების შედარებითი ანალიზი"; "რა უნდა იცოდნენ მოსამართლეებმა მოწმის სათანადო იმპიჩმენტის შესახებ მოწმის მიერ წინათ მიცემულ ჩვენებასთან შეუსაბამობისას" და "როგორ უნდა შევაფასოთ სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადება მაშინ როცა არ გვაქვს ფორმალური წესები ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით".

მოსამართლეებს შეუძლიათ აღნიშნულ სესიებზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის პორტალის მეშვეობით დარეგისტრირდნენ.

portal.hsoj.ge

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI