14 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის გაიმართა ონლაინ სესია თემაზე: „რთული და მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეების განხილვის თავისებურებები“.
ონლაინ სესიის ინსტრქუქტორი იყო ატლანტის შტატის უხუცესი მოსამართლე ჯეიმს ბოდიფორდი, ხოლო სესიის ფასილიტაცია მოახდინა ამერიკის საელჩოს მრჩეველმა სასამართლო რეფორმის საკითხებში კევინ ბურკმა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მოსამართლეებს მიესალმნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.