სიახლეები


მოსამართლის როლი პანდემიის დროს.

მოსამართლის როლი პანდემიის დროს.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა აგრძელებს ონლაინ სესიებს მოსამართლეებისთვის და სასამართლოს სხვა მოხელეებისთვის. 18 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და პროექტთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ვიდეო კონფერენცია თემაზე: „მოსამართლის როლი პანდემიის დროს“.

სესიას უძღვებოდა ამერიკელი ექსპერტი, მეინის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ჩარლზ ლავერდიე .

ონლაინ სესიაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, გორის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI