სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი  თემაზე - უმცირესობათა უფლებები

ტრენერთა ტრენინგი თემაზე - უმცირესობათა უფლებები

მიმდინარე წლის 16, 17, 23 და 24 მაისს, USAID/PROLoG მხარდაჭერით, გაიმართა ტრენერთა ტრენინგი თემაზე - უმცირესობათა უფლებები.

ტრენინგი გაიმართა დისტანციურად, zoom education პლატფორმის მეშვეობით და მას უძღვებოდა პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტი - ბესარიონ ბოხაშვილი. ხოლო ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა მოსამართლეებმა: თამარ ალანია, შორენა წიქარიძე, ნინო ნაჭყებია და თამარ ლაკერბაია. აღნიშნული მოსამართლები მომავალში მოიაზრებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებად აღნიშნულ თემაზე.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილე მოსამართლეები უახლოეს მომავალში გაუძღვებიან კასკადურ ტრენინგებს მოსამართლეებისთვის, თემაზე - უმცირესობათა უფლებები.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI