სიახლეები


ინტერვიუ ამერიკელ მოსამართლესთან

ინტერვიუ ამერიკელ მოსამართლესთან

25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის, მსმენელებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ონლაინ სესია.

ონლაინ სესიის დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები ამერიკელი მოსამართლისთვის.

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, მოსამართლის როლზე, სამოსამართლეო საქმიანობის გამოწვევებზე და სხვა აქტუალურ საკითებზე.

სესიის ფასილიტატორი იყო ამერიკის საელჩოს მრჩეველი სასამართლო რეფორმის საკითხებში კევინ ბურკი.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI