სიახლეები


შრომის საერთაშორისო სტანდარტები და სასამართლო პრაქტიკა COVID-19 -ის პერიოდში

შრომის საერთაშორისო სტანდარტები და სასამართლო პრაქტიკა COVID-19 -ის პერიოდში

25-26 ივლისს,  იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ქ. ბათუმში,  სასტუმო „შერატონ მეტეხი პალასში “ გაიმართა ტრენინგი შრომის საერთაშორისო სტანდარტები და სასამართლო პრაქტიკა COVID-19 -ის პერიოდში.

ტრენინგს ესწრებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის,  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO)-ს წარმომადგენლები და ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები, რომლებიც მუშაობენ შრომის სამართლის სფეროში. ტრენინგს უძღვებოდნენ  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  ექსპერტები.

ტრენინგის მსვლელობისას  მონაწილეებმა დღის წესრიგის მიხედვით  განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა  შრომითი უფლებების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის დროს და მათი გავლენა დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის არსებულ ურთიერთობაზე;   შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა; კოლექტიური შრომითი ურთიერთობები და შრომითი მედიაცია კოვიდ–19–ის პერიოდში; კოვიდ-19 კრიზისის გავლენა შრომის სამართლის რეფორმაზე საქართველოში და სხვა. 

შეხვედრის დასასრულს,   მონაწილეებს   გადაეცათ სერტიფიკატები.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI