სიახლეები


კასკადური ტრენინგები „ბავშვის უფლებათა კოდექსი’’

კასკადური ტრენინგები „ბავშვის უფლებათა კოდექსი’’

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, 27 ივისიდან 26 ივლისის ჩათვლით,   (USAID PROLoG)-ის მხარდაჭერით,  მოსამართლეთათვის  კასკადური სახის   ტრენინგები გაიმართა  თემაზე:  „ბავშვის უფლებათა კოდექსი’’.  ახალი კოდექსი  რომელიც   2020 წლის სექტემბრიდან შედის ძალაში, მიზანად ისახავს,    ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობას.

ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობით  მიმდინარეობდა.  სამართლებრივ ნაწილს უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები:  თამარ ალანია; თაკო ონიანი; ეკა ზარნაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  გიორგი გოგიჩაშვილი. ტრენინგის მეორე ნაწილში ჩართულები იყვნენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

ტრენინგების მიმდინარეობის პროცესში,  დღის წესრიგის მიხედვით, განიხილებოდა  ბავშვის უფლებათა კოდექსი; მიზნები, პრინციპები და ძირითადი სტანდარტები, ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები, ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა; ბავშვის უფლებები სამოქალაქო კანონმდებლობაში; სოციალური მუშაკის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალის მართლმსაჯულებაში და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვის მონაწილეობით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით; ბავშვის განვითარების თავისებურებანი, მიჯაჭვულობის როლი, ფსიქო-სოციალური  და მორალური განვითარება და სხვა.

კასკადური ტრენინგების ფარგლებში, ამ ეტაპზე ჩატარებულია  31 დისტანციური  სასწავლო აქტივობა,  საერთო ჯამში, გადამზადდა საერთო სასამართლოების 171 მოსამართლე.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI