2020 წლის 4 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მსმენელთა ახალმა XVI ჯგუფმა, რომელიც 10 მსმენელისგან შედგება, სწავლა დაიწყო.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა სწავლის პროცესი, ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ონლაინ რეჟიმში განხორციელდება.
სკოლის მსმენელებს სწავლის დაწყება მიულოცეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი ტყავაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ბატონმა ვანო ბოლქვაძე.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იუსტიციის მსმენელთა სასწავლო პროგრამასა და მის შემადგენელ ეტაპებზე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მსმენელთა სასწავლო პროგრამა მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირების ეტაპს და სემინარულ მუშაობას.