სიახლეები


ოჯახური ძალადობა

ოჯახური ძალადობა

მიმდინარე წლის 10 და 11 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის(DOJ) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ოჯახური ძალადობა“.

შეხვედრაზე ექსპერტად მოწვეული იყო ამერიკის საელჩოს მრჩეველი სასამართლო რეფორმის საკითხებში კევინ ბურკი, ხოლო თანატრენერად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გერონტი კახეთელიძე. ტრენიგზე ასევე მოხსენებებით წარსდგნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები.

აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერისთვის იუსტიციის უმაღლესი სკოლა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტს (DOJ).

შეხვედრა COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI