24 და 25 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თანამშრომლობის ფარგლებში მოსამართლეებისთვის გაიმართა ონლაინ სესია თემაზე: „შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებთან და შრომის ინსპექციის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით“ .
სემინარს უძღვებოდნენ შრომის სტანდარტებისა და შრომის კანონმდებლობის უფროსი სპეციალისტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ლეიო სიბელი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი ექსპერტი ზაქარია შველიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.