სიახლეები


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

იუსტიციის უმაღლეს სკოლასა  და „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ს შორის ურთერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი თანამშრომლობა მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაცია. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები გეგმავენ ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდა ე. წ. Bench-Bar-ის, სასამართლო მედიაციის მიზნებისთვის მოსამართლეებისა და მედიატორების გადამზადების კურსების ერთობლივ ორგანიზებას, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პუბლიკაციების შემუშავებას და გამოცემას,  კონფერენციებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას.

მედიაციამ- ადგილი დაიმკვიდრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განვითარებულ ქვეყნებში მედიაცია გახდა სამართლებრივი სისტემისა და კულტურის ნაწილი როგორც დავის მოგვარების მოქნილი და ნებაყოფლობითი მეთოდი, რომელიც მიმართულია დავის ურთიერთშეთანხმებით.  მედიაცია სასამართლოსა და დამოუკიდებელი არბიტრის ჩარევის გარეშე დავის მოგვარების ეფექტური საშუალებაა. ეს არის პროცესი,სადაც ნეიტრალური და კვალიფიციური მესამე პირი - მედიატორი ეხმარება მხარეებს მიიღონ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის  ვანო ბოლქვაძის შეფასებით, აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებები,  ცოდნის გაღრმავების ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იქნება.

მემორანანდუმს  ხელი მოაწერეს  იუსტიციის უმაღლესი სკოლის დურექტორმა ვანო ბოლქვაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI